logo

"სელტიკმა" აიერის ფასი დაასახელა, მაგრამ კონკურენცია იზრდება

"სელტიკმა" აიერის ფასი დაასახელა, მაგრამ კონკურენცია იზრდება

"მილანი" მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს და ერთ-ერთი სამიზნე "სელტიკის" 22 წლის ცენტრალური მცველი კრისტოფერ აიერია, რომელსაც შოტლანდიის დატოვება და უფრო კონკურენტუნარიან ჩემპიონატში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

დიდი ალბათობით მატეო მუსაკიო "სან სიროდან" აბარგდება. ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი კი შესაძლოა რომანიოლის ახალი მეწყვილე გახდეს. ასაკის მიუხედავად, აიერმა ეროვნული ნაკრების მაისური უკვე 14-ჯერ მოირგო.

"სელტიკი" კრისტოფერს 25 მილიონ ევროდ აფასებს. მისი შეძენის მთავარი ფავორიტი "ლესტერია" ბრენდარ როჯერსის ფაქტორის გამო, რომელიც აიერს "სელტიკის" მწვრთნელობის პერიოდშიც წვრთნიდა და მის კარიერულ წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

ინგლისში "მელიების" გარდა კრისტოფერით "სიტიც" ინტერესდება. ასევე მსურველთა სიაში არიან "პსჟ" და მადრიდის "რეალი". "მილანისთვის" ნამდვილად რთული მისიაა, მაგრამ ლომბარდიელები დანებებას არ აპირებენ.

4 თვის წინ
807 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ