logo

170 მილიონი ევრო და სუპერ "მილანი"

170 მილიონი ევრო და სუპერ "მილანი"

"მილანში" კიდევ ერთი რევოლუცია იგეგმება, ამჯერად რალფ რანგნიკის თაოსნობით, რომელიც ძირითად აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. რაც შეეხება თამაშის სტილს: სწრაფი და აგრესიულია.

"Acmilan.ge" ყველაზე გავრცელებულ თეორიას გთავაზობთ რანგნიკის მომავალი გუნდის შესახებ. ხელმძღვანელობა 70 მილიონ ევროს მისცემს გერმანელ სპეციალისტს და ფეხბურთელების გაყიდვებიდან კიდევ 100 მილიონი ევრო დაემატება. 

გასაყიდი ფეხბურთელების ძირითადი სია კი შემდეგია: მუსაკიო, პაკეტა და ლეაო. ამ თანხას დაემატება რებიჩის გამოსასყიდი თანხა, რადგან რანგნიკი ხორვატ თავდამსხმელზე უარს ამბობს.

პირველი სამიზნე: ცნობილი თავდამსხმელია, რომელიც გუნდის ხარისხს აამაღლებს. რალფი სამ კანდიდატს განიხილავს: ვერნერი, იკარდი ან ჰოლანდი.

მეორე სამიზნე: "სასუოლოს" გარემარბი ჟერემი ბოგაა, რომელსაც იტალიური კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს.

მესამე სამიზნე: ტიმუე ბაკაიოკო, რომელიც ფრანკ კესიესთან და ისმაელ ბენასერთან ერთად ნახევარდაცვის ბირთვს ჩამოაყალიბებს.

მეოთხე სამიზნე: რომანიოლისათვის შესაფერისი მეწყვილის პოვნა. აქ მთავარ კანდიდატად დანიელე რუგანი სახელდება და ასევე ტიაგო სილვა, რომლის გადაბირებაც "მილანს" უფასოდ შეეძლება.

მეხუთე სამიზნე: ივან რაკიტიჩი, ნახევარდაცვის ხაზის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

სავარაუდო ტაქტიკა 4-4-2: დონარუმა; რომანიოლი, რუგანი, ტეო, კონტი; ბენასერი, კესიე, ბაკაიოკო, რაკიტიჩი; იბრაჰიმოვიჩი, (ვერნერი, იკარდი ჰოლანდიდან ერთ-ერთი).

ფეხბურთელების ფასები სათითაოდ: ბაკაიოკო 20 მილიონი ევრო, რუგანი 25 მილიონი ევრო, ტიაგო სილვა უფასოდ, ვერნერი 50 მილიონი ევრო / ჰოლანდი 75 მილიონი ევრო / იკარდი 60 მილიონი ევრო, ბოგა 20 მილიონი ევრო, რაკიტიჩი 25 მილიონი ევრო.

6 თვის წინ
2588 / 4
rossoneri-best
user
zurius ამ ინფორმაცაას პირველწყარო მთავარი არხი ხომ არაა? 
user
Nero zurius

იმედია იმედი


user
Leoni სანამ ელიოტი არ გაყიდის  მილანს, მანამდე სულ ტრაკში იქნება გუნდი...
user
wwooww Rakitici sevilla shi midis! Haalands dortmundi ar gayidis! Icardi da werneri kide sheileba. Thiago silva dagvibrundeba ase vpiqrob
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 199
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ