logo

"მილანი" რანგნიკს სუპერ კონტრაქტს სთავაზობს - დეტალები ცნობილია

"მილანი" რანგნიკს სუპერ კონტრაქტს სთავაზობს - დეტალები ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ახალი ამბავი არაა, რომ რალფ რანგნიკი "მილანის" პოტენციურ დამრიგებლად  განიხილება. 

ახლახანს "La Repubblica" იტყობინება, რომ მოლაპარაკება დასკვნით ფაზაში შედის. "როსონერი" გერმანელ მწვრთნელს სუპერ კონტრაქტს სთავაზობს. რაც შეეხება თვითონ რანგნიკს, იგი თანახმაა წელიწადში 5-6 მილიონზე.

ასევე ის ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი შესაძლო ჩამოსვლა ფეხბურთის ლეგენდის პაოლო მალდინის აბარგებას გამოიწვევს. როგორც იცით, პაოლომ მას საკმაოდ აგრესიულად შეუტია და უვარგისიც კი უწოდა. ასე რომ, მათი ურთიერთშეთანხმება გამორიცხულია.

5 თვის წინ
1430 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 136
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ