11 თვის და 4 კვირის წინ
"ფინანსური სტაბილურობა იანვარში გუნდის გაძლიერების შესაძლებლობას გვაძლევს", - სკარონი
"ფინანსური სტაბილურობა იანვარში გუნდის გაძლიერების შესაძლებლობას გვაძლევს", - სკარონი
ავტორი
Aa

"მილანის" პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ, იტალიურ მედიასთან ინტერვიუში, "როსონერი" ქომაგებისთვის, ტრანსფერებთან დაკავშირებით, იმედისმომცემი კომენტარი გააკეთა.

"სატრანსფერო ბიუჯეტი? კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფურლანისგან ვიცი, რომ პოზიტიური სიახლეები იქნება. ფინანსური სტაბილურობა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ზამთარში რამდენიმე ტრანსფერი განვახორციელოთ".

"ახალი სტადიონი? იცით, რომ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, თუმცა როცა საკითხი მასშტაბურ მშენებლობას ეხება, იტალიაში გეგმების დასახვა ძალიან რთულია. ვიმედოვნებ, მომდევნო წელს პროექტს დავიწყებთ და სტადიონი 2028-29 წლების სეზონისთვის მზად იქნება", - აღნიშნავს სკარონი.



Facebook კომენტარები