11 თვის და 4 კვირის წინ
თეორიული შანსი - რა შემთხვევაში გავა "მილანი" ჯგუფიდან
თეორიული შანსი - რა შემთხვევაში გავა "მილანი" ჯგუფიდან
ავტორი
Aa

ე.წ. "სიკვდილის ჯგუფის" კიდევ ერთ მატჩში "მილანმა" შინ "დორტმუნდს" უმასპინძლა. მატჩი "სან სიროზე" გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

მე-6 წუთზე ოლივიე ჟირუმ პენალტი დააცუდა, 10-ზე კი მარკო როისმა ზუსტად შეასრულა და გუნდი დააწინაურა. 37-ზე ჩუკვუეზემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეორე ნახევარში გერმანელებმა კი ბინოე-გიტენსის და შემდეგ ადეიემის გოლებით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და ჯგუფიდანაც ოფიციალურად გავიდნენ.

ამ ეტაპზე, სიკვდილის ჯგუფში ასეთი მდგომაროებაა:

  1. დორტმუნდი - 10
  2. პსჟ - 7
  3. ნიუკასლი - 5
  4. მილანი - 5

შესაბამისად, "როსონერის" ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი რჩება. სტეფანო პიოლის გუნდი ლიგის პლეიოფში მხოლოდ იმ შემთხვევაში იასპარეზებს, თუ ბოლო ტურში სტუმრად "ნიუკასლს" დაამარცხებს და თავის მხრივ, ჯგუფიდან უკვე გასული, დიდი მოტივაციის გარეშე დარჩენილი "დორტმუნდი" საშინაო კედლებში "პარი სენ-ჟერმენს" მოუგებს.


Facebook კომენტარები