2 თვის წინ

"მილანში" ჟირუს მომავალი უკვე გადაწყვეტილია

ავტორი
Aa
"MilanNews"-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს "როსონერისა" და ფრანგი ფორვარდის, ოლივიე ჟირუს გზები გაიყრება.
მოგეხსენებათ, 36 წლის ფეხბურთელმა გასულ ზაფხულში კლუბთან, უკვე მეორედ, 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მინიმალურვადიანი გარიგების მიზეზიც სწორედ ისაა, რომ კლუბის მმართველი საბჭო ჟირუს მომავალს "მილანთან" ვეღარ აკავშირებს.
წყაროს ცნობით, ეს გარემოება ფრანგსა და ხელმძღვანელებს შორის უკვე განხილულია და ფეხბურთელის აგენტი ამერიკულ MLS-ში გადაბარგების ვარიანტებზე მუშაობს.
"მილანი" ვეტერანი ფორვარდის შეცვლას "ლილის" თავდამსხმელის, ჯონათან დევიდის ტრანსფერით ეცდება, რომელიც უკვე დიდი ხანია "როსონერის" პრიორიტეტული სამიზნეა.
შეგახსენებთ, რომ ჟირუმ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ჩატარებულ 5 მატჩში მან 4 გოლის გატანა მოახერხა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 დღის და 17 საათის წინ

"დორტმუნდის" ყვითელი კედლის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის "სან სირო" საუკეთესოა", - პიოლი მატჩის წინ
6 დღის და 18 საათის წინ

"ვარსკვლავბიჭუნა" გრანდების ინტერესთა სფეროშია! რას აპირებს "მილანი"
1 კვირის წინ

"როსონერი" მირანდას ტრანსფერთან ახლოსაა
1 კვირის წინ

უეფამ "პსჟ" და "მილანი" დასაჯა