"მილანის" ლაზარეთიდან სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ გუნდის მთავარმა მეკარემ მაიკ მენიომ და მცველმა ტეო ერნანდესმა დაზიანება ბოლომდე მოიშუშეს.
მოგეხსენებათ, ფრანგმა კიპერმა ტრავმა "ნიუკასლთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში (0:0) მიიღო, რის გამოც "ვერონასთან" სერია ა-ს თამაში (1:0) გამოტოვა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო მცველმა ტეო ერნანდესმაც.
გუშინ ორივე ამ ფეხბურთელმა საერთო ჯგუფში ივარჯიშა. ერნანდესი "კალიარისთან" 27 სექტემბრის მატჩში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, მენიოს თაობაზე გადაწყვეტილება კი ხვალ იქნება მიღებული.
მცველი დავიდე კალაბრია დღევანდელ ვარჯიშზე ინდივიდუალურად მუშაობდა და მისი მონაწილეობაც ზეგინდელ მატჩში ეჭვქვეშ დგას. აგრეთვე მცირე დაზიანება აქვს რადე კრუნიჩს, რომლის ნაცვლადაც დიდი ალბათობით იასინ ადლის ვიხილავთ.