1 წლის და 1 თვის წინ
GDS: ზლატანი შესაძლოა, "მილანის" მწვრთნელი გახდეს
GDS: ზლატანი შესაძლოა, "მილანის" მწვრთნელი გახდეს

ვეტერანმა შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც კარიერის დასრულება გასული სეზონის ბოლოს გამოაცხადა, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.

"La Gazzetta dello Sport"-ის ჟურნალისტების ცნობით, "მილანი" გუნდის მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის ასისტენტის თანამდებობაზე სკანდინავიელ კანდიდატს განიხილავს. 

ასევე განიხილება სხვა პოზიციები "როსონერის" სტრუქტურაში.

შეგახსენებთ, რომ "ინტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ სტეფანო პიოლიმ სწორედ ზლატანს სთხოვა ფეხბურთელებთან საუბარი და ერთგვარი "სამოტივაციო მასტერკლასის" გამართვა.


Facebook კომენტარები