მილანურ დერბიში და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, "როსონერიმ" ხასიათი "ვერონასთან" გამოიკეთა. "მილანმა" "სან-სიროზე" გამართული მატჩი რაფა ლეაუს გადამწყვეტი გოლის წყალობით მოიგო.
ლომბარდიელთა 23 წლის ვარსკვლავის შესახებ გუნდის გამოცდილმა ფლანგელმა, ალესანდრო ფლორენციმ ისაუბრა.
"ვფიქრობ, ეს ლეაუსთვის კარგი იყო. იმედია, კაპიტანი მალე დაბრუნდება. ლეაუ ჭკვიანი ბიჭია, იცის, როდის უშვებს შეცდომებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ბედნიერი იყოს".
"კრიტიკა ფეხბურთის თანმდევი ნაწილია. ჩვენ საკუთარ იდეებს უნდა მივყვეთ. კარგი მატჩი ჩავატარეთ და მიზანს მივაღწიეთ. შესვენებამდე კიდევ ბევრი თამაში გველოდება".
"ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ," - თქვა ფლორენციმ.
5 ტურში აღებული 12 ქულით "მილანი" სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩი "როსონერის" 27 სექტემბერს, "კალიარის" წინააღმდეგ ელოდება.