7 თვის და 1 კვირის წინ
პიოლი  ბოლო "მილანურ" მოვლენებზე
პიოლი ბოლო "მილანურ" მოვლენებზე
ავტორი
Aa

"მილანის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ აპენინურ მედიასთან გუნდის თავს განვითარებული მოვლენები შეაჯამა.

"გასული სეზონი მრავალი მიზეზის გამო რთული იყო, ჩვენ ვითამაშეთ ტიტულის მოგების შემდეგ და გვინდოდა ტრიუმფის გამეორება. ვფიქრობ, ახლა გუნდში სხვა სიტუაციაა, ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. რაც უფრო ერთსულოვნები ვიქნებით, მით უკეთ გავუმკლავდებით სირთულეებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაა".

"ლიგაზე გაუმჯობესება ფინალში გასვლას ნიშნავს, მაგრამ ჯერ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. ადვილი მატჩები არ გველოდება. მცირედით, მაგრამ ფავორიტი მაინც "პარი სენ-ჟერმენია". მიუხედავად ამისა, არიან კლუბები, რომლებთანაც შესაძლოა პრობლემა შეგვექმნას.  "ნიუკასლმა" შექმნა გუნდი, რომელსაც სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული იყოს. რაც მათთან მატჩში კარგად ვიხილეთ".

"დელა მადონინა"? რა თქმა უნდა, იმედგაცრუების დამალვა რთული იყო. ზედიზედ 5 დერბი წავაგეთ და ვეცდები, რომ ეს გამოვასწორო. გუნდის ხელმძღვანელები იქ იყვნენ და ძალას გვაძლევდნენ. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები ყოველთვის გვერდში გვიდგანან და ხასიათის გამოსწორება, მათი დამსახურება იყო". 

"ვერონასთან" გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომენტებში ჩვენ ზედმეტად ნელი და სწორხაზოვნები ვიყავით, მაგრამ საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ჩვენ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ".

"კრუნიჩის ტრავმა? რადეს კუნთის პრობლემები აქვს. ვფიქრობ, რომ უახლოეს მატჩებში ის ვერ დაგვეხმარება. ადლი მის პოზიციაზე ვარჯიშობდა და ახლა თავის გამოჩენის შანსი მიეცემა".

"ლეაუს გოლი და კაპიტნის სამკლაური? რაფამ იცის, რომ ის გამორჩეული ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომლისგანაც ყოველთვის უფრო მეტს ელოდებიან. დერბის შემდეგ მის მიმართ ნეგატივი გადაჭარბებული იყო. მან ეს კარგად იცის და ბრწყინვალე გოლით პასუხიც გაგვცა", - ამბობს პიოლი.


Facebook კომენტარები