1 წლის და 3 თვის წინ
ერნან კრესპო: "მილანის" გულშემატკივრებს მისი დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ"
ერნან კრესპო: "მილანის" გულშემატკივრებს მისი დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ"
ავტორი
Aa

არგენტინის ნაკრების და "მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ "როსონერის" ახალწვეულის, ნოა ოკაფორის შესახებ ისაუბრა. კრესპომ განაცხადა, რომ გულშემატკივრებს შვეიცარიელი თავდამსხმელის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. 

"ოკაფორის რამდენიმე თამაშს ვუყურე და კარგად ვიცი რას წარმოადგენს. ის კარგი ფეხბურთელია, ბევრს მოძრაობს როგორც ფლანგებზე, ასევე ცენტრში. მაგრამ "მილანის" გულშემატკივრებს მისი დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ნოა არ არის კლასიკური ცენტრფორვარდი, ის შედეგიანი თავდამსხმელი არ გახლავთ". 

"ოკაფორს არასდროს უთამაშია სერია ა-ში, თავდამსხმელებისთვის ყველაზე რთულ ჩემპიონატში. ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს იტალიაში თამაში. ბედნიერი ვიქნები თუ ნოა სეზონში 10 გოლს გაიტანს", - ციტირებს კრესპოს სიტყვებს "Football Italia". 

ერნან კრესპო "მილანისთვის" უცხო არ არის. "როსონერის" ღირსებას იგი 2004-05 წლებში იცავდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულთან" 2 გოლი გაიტანა. 

რაც შეეხება ოკაფორს, იგი "ბაზელის" აღზრდილია და ბოლო 3.5 წელი "ზალცბურგში" გაატარა. 23 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა წინა სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. 


Facebook კომენტარები