პაოლო მალდინისა და რიკი მასარას გუნდიდან გათავისუფლების შემდეგ "მილანის" ქომაგები ველოდით, რომ კლუბის ამერიკელი მფლობელი ჯერი კარდინალე ძირითადად ფეხბურთელების გასხვისებით დაკავდებოდა და სატრანსფერო ბაზარს ფინანსური მოგებით დახურავდა.
მოლოდინები სანდრო ტონალის გაყიდვის შემდეგ უფრო გამყარდა, თუმცა შემდეგ "როსონერის" მაღალი რგოლის მენეჯერმა ჯორჯო ფურლანიმ მთავარ სკაუტ ჯოფრი მონკადასთან ერთად ნამდვილი სიურპრიზები შემოგვთავაზა.
როგორც ავღნიშნეთ, "შავ-წითლებმა" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, სანდრო ტონალი გაყიდეს, რომელშიც "Transfermarkt"-ის მონაცემებით 64 მლნ. ევრო გამოიმუშავეს. ზლატან იბრაჰომოვიჩმა და ჩიპრიან ტატარუშანუმ კი კარიერა დაასრულეს.
რაც შეეხება შესყიდულ ფეხბურთელებს, მათი ღირებულებები შემდეგნაირად გამოიყურება:
- - რუბენ ლოფტუს-ჩიკი ("ჩელსიდან") - 16 მლნ. ევრო (ცენტრალური ნახევარმცველი)
- - მარკო სპორტუელო ("ატალანტადან") - თავისუფალი აგენტი (მეკარე)
- - ლუკა რომერო ("ლაციოდან") - თავისუფალი აგენტი (მარჯვენა გარემარბი)
- - კრისტიან პულიშიჩი ("ჩელსიდან") - 20 მლნ. ევრო (მარჯვენა გარემარბი)
- - ტიანი რეინდერსი ("ალკმაარიდან") - 19 მლნ. ევრო (ცენტრალური ნახევარმცველი)
- - ნოა ოკაფორი ("ზალცბურგი") - 14 მლნ. ევრო (ცენტრალური თავდამსხმელი)
ასე და ამგვარად, "მილანმა" ჯამში 69 მილიონი ევრო დახარჯა და როგორც ევროპულ მედიაში საუბრობენ, ფურლანი-მონკადას დუეტი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.