1 წლის და 5 თვის წინ
"მილანში" ფოდე ბალო-ტურეს შეცვლაზე იმუშავებენ
"მილანში" ფოდე ბალო-ტურეს შეცვლაზე იმუშავებენ
ავტორი
Aa

"მილანი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. ამჯერად კლუბის მესვეურების მიზანი ფოდე ბალო-ტურეს გასხვისება და მისი შემცვლელის მოძებნაა. მოგეხსენებათ, 26 წლის სენეგალელი კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს და მისი შეცვლა "როსონერიში" დიდი ხანია სურთ.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე იტალიურმა გრანდმა სასურველი კანდიდატი უკვე შეარჩია, რომელიც "იუვენტუსის" მარცხენა მცველი ანდრეა კამბიაზო გახლავთ.

23 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი "ბოლონიას" რიგებში იჯარის წესით გაატარა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი "მილანის" გარდა "ტოტენჰემმაც" გამოთქვა.

"იუვე" ფეხბურთელს ამერიკული ტურნეს დროს დააკვირდება და გადაწყვეტილებასაც შემდეგ მიიღებს, თუმცა დი მარციო ამბობს, რომ თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე "ბიანკონერის" 25 მილიონს გადაუხდის, მაშინ ფეხბურთელს დაუყოვნებლივ დათმობს.


Facebook კომენტარები