2 თვის და 1 კვირის წინ

ოფიციალურად: კრისტიან პულიშიჩი "მილანის" ფეხბურთელია

ავტორი
Aa
"მილანმა" კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ამერიკელმა ფეხბურთელმა იტალიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის თანახმად მხარეებს თანამშრომლობის ერთი წლით განახლება შეეძლებათ. "როსონერიმ" ლონდონის "ჩელსის" კრისტიანის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება. ის "მილანში" 11 ნომრით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი შემტევი "არისტოკრატებს" 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე ამერიკელმა 145 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის ოთხი სეზონი "დორტმუნდში" თამაშობდა, სადაც გაითქვა კიდეც სახელი და 127 შეხვედრაში თავი 19 გოლით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
17 საათის და 11 წუთის წინ

ბუფონმა სერია A-ს სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა
19 საათის და 46 წუთის წინ

სარეკორდო თანხა! - რამდენს გამოიმუშავებს "მილანი" მაისურის სპონსორებისგან
1 დღის და 10 საათის წინ

"მილანის" ბოსებს მენიოსთან კითხვის ნიშნების გაქრობა სურთ
1 დღის და 12 საათის წინ

"ყველაფერი პიოლიზე იქნება დამოკიდებული", - არიგო საკი სერია A-ს ფავორიტებზე