1 წლის და 4 თვის წინ
პიოლი და ფურლანი შეტევის გაძლიერებისთვის ორ კანდიდატს განიხილავენ
პიოლი და ფურლანი შეტევის გაძლიერებისთვის ორ კანდიდატს განიხილავენ
ავტორი
Aa

"მილანი" შეტევის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. ხვალ იტალიური გრანდი ლონდონის "ჩელსიდან" ამერიკელი ფეხბურთელის, კრისტიან პულისიჩის ტრანსფერს დახურავს. პარალელურად კი "როსონერი" "ვილიარეალიდან" სამუელ ჩუკვუეზეს, ხოლო "პორტოდან" მეჰდი ტარემის მიმართ იჩენს ინტერესს.

აღსანიშნავია, რომ "შავ-წითლებს" ამჟამინდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, არაევროკავშირელი ფეხბურთელისთვის მხოლოდ ერთი ადგილი აქვთ დარჩენილი. შესაბამისად, გუნდმა არჩევანი ხსენებულ ორ მოთამაშეს შორის უნდა გააკეთოს.

"Transfermarkt"-ის შეფასებით, ჩუკვუეზეს ფასი 25 მილიონი ევროთია განსაზღვრული, ხოლო ტარემის 18, თუმცა  თავად სტეფანო პიოლი უპირატესობას ნიგერიელს ანიჭებს, რადგან ის 24 წლის გახლავთ, ხოლო ირანელი 30-ის.

როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები ორივე ფეხბურთელთან დაწყებულია, მაგრამ რომელთან წარიმართება ის წარმატებით, ამას უახლოესი დღეების  განმავლობაში შევიტყობთ.


Facebook კომენტარები