2 თვის და 3 კვირის წინ
გატუზო: "ეს "მილანისთვის" ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იქნება"
გატუზო: "ეს "მილანისთვის" ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იქნება"

"მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი "ვალენსიასა" და "როსონერის" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, ლომბარდიულმა გრანდმა ესპანურ კლუბს ახლახანს 17 მილიონიანი შეთავაზებით მიმართა, თუმცა ცნობილია, რომ "ვალენსია" ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

"ვფიქრობ, "მილანისთვის" მუსა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო დამატება იქნება. მას ყველაფერი აქვს, რომ განვითარდეს და ტოპ დონეს მიაღწიოს", - ამბობს ჯენარო თავის ყოფილ შეგირდზე.

20 წლის ამერიკელი ნახევარმცველი "ღამურების" რიგებში 2020 წლიდან თამაშობს. ამ დროში მან 108 შეხვედრა ჩაატარა, აქტივში 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.


Facebook კომენტარები