1 წლის და 4 თვის წინ
"მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელის ვაჟი "იუვენტუსმა" გაიფორმა
ავტორი
Aa
"ვფიქრობ, "მილანში" საინტერესო პროექტი აქვთ" - არიგო საკი "როსონერულ" ამბებზე
გადაწყვეტილია! სერია ა-ში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს
ტურინის "იუვენტუსმა" ტიმოთი ვეას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, რომელიც აქამდე "ლილის" ღირსებას იცავდა. "ბიანკონერიმ" ფრანგულ კლუბს 12 მილიონ ევრო გადაუხადა და ამერიკელმა ფეხბურთელმა, რომელიც ლეგენდარული ჟორჟ ვეას შვილია, "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
მოგეხსენებათ, ჟორჟ ვეა 1995-2000 წლებში "როსონერის" რიგებში თამაშობდა, რა დროშიც "ოქროს ბურთის" მოგებაც მოახერხა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ "იუვენტუსის" გულშემატკივარი ბავშვობიდანაა და გაუხარდებოდა, თუ მისი შვილიც იტალიაში ითამაშებს.
23 წლის ტიმოთი ვეა "ლილში" 2019 წლიდან გამოდიოდა და 107 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე "პარი სენ ჟერმენისა" და "სელტიკის" წევრი იყო. ამერიკის ნაკრებში მან 31-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის წინ
"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
5 თვის წინ
ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
5 თვის წინ
კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
5 თვის და 2 კვირის წინ
ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"