1 წლის და 4 თვის წინ
მამარდაშვილის "ვალენსიას" "დაშლის საქმეში" "მილანიც" ჩაერთო
მამარდაშვილის "ვალენსიას" "დაშლის საქმეში" "მილანიც" ჩაერთო

"ვალენსია", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს, ერთმა ფეხბურთელმა დატოვა და კიდევ ორი მალე გამოემშვიდობება.

თავდამსხმელი ჯასტინ კლუივერტი, რომელიც "ღამურებში" იჯარით იმყოფებოდა, "რომამ" "ბორნმუთს" 12 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

"ვალენსია" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუწყვეტს კონტრაქტს 36 წლის ფორვარდ ედინსონ კავანის. ურუგვაელი, ალბათ, "ადანა დემირსპორში" გადავა.

20 წლის ნახევარმცველ იუნუს მუსათი "მილანი" დაინტერესდა და "ვალენსია" მზადაა 20 მილიონად დაემშვიდობოს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ამ სატრანსფერო ფანჯარაში ამერიკელი "როსონერის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

ცნობილია, რომ "მილანი" პირველ შეთავაზებას 17 მილიონი ევროს ოდენობით გააკეთებს. მხარეები ამჟამად პოტენციური გარიგების პირობებს დეტალებს განიხილავენ.


Facebook კომენტარები