სანდრო ტონალის, ნიკოლო ფაჯოლისა და ნიკოლო ძანიოლოს წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი არალეგალურ აპლიკაციებს იყენებდნენ და ფსონებს უკანონოდ ანთავსებდნენ.
ფაჯოლი და ტონალი პროკურატურასთან თანამშრომლობენ და აღიარებენ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება აქვთ, ხოლო ძანიოლოს ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი კლიენტი ფეხბურთის მატჩებზე ფსონებს არ ანთავსებდა და მხოლოდ პოკერსა და ბლექჯეკს თამაშობდა თანაც ისე, რომ მან არ იცოდა აპლიკაციების არალეგალურობის შესახებ.
გუშინ გაირკვა, რომ დიდი ალბათობით, ფაჯოლი 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება, რომელიც ძალაში პირველი ნოემბრიდან შევა და პირველ ივნისს ის უკვე თამაშის უფლებას მიიღებს.
რაც შეეხება ტონალის, გაირკვა, რომ როცა ის "მილანში" თამაშობდა, ფსონს "როსონერის" მატჩებზეც ანთავსებდა, თუმცა შემამსუქებელი გარემოებაა, რომ იტალიელის მიერ განთავსებულ ფსონებს მატჩების შედეგზე არ უმოქმედია. შესაბამისად, მბრალდებელი მხარე მხოლოდ 1-წლიან დისკვალიფიკაციას განიხილავს.
ამასთან, ფეხბურთელმა აღიარა, რომ ლოდომანიითაა შეპყრობილი და მზადაა, ფსიქოლოგთან მკურნალობის კურსი ჩაიტაროს.
შეგახსენებთ, რომ მილანურმა გრანდმა ტონალი გასულ ზაფხულს "ნიუკასლში" 64 მილიონ ევროდ გაყიდა.