1 თვის და 2 კვირის წინ
"ტონალი პატიოსანი ბიჭია, მაგრამ მილანში ცუდი კომპანიის პოვნა ადვილია"
"ტონალი პატიოსანი ბიჭია, მაგრამ მილანში ცუდი კომპანიის პოვნა ადვილია"
ავტორი
Aa

"ბრეშას" პრეზიდენტმა  მასიმო ჩელინომ "ნიუკასლის" ნახევარმცველის, სანდრო ტონალის ბრალდებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც უკანონო ფსონების დადებაში ადანაშაულებენ.

"სანდრო ტონალი დიდი ფეხბურთელია, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ "მილანი" არის ქალაქი, სადაც ადვილია ცუდ კომპანიაში მოხვედრა".

"დარწმუნებული ვარ, პრინციპული ბიჭია. "ბრეშაში" ჩემს ყველა მოთამაშეს უყვარდა ის. მან პირველი ხელფასით მამას მანქანა უყიდა, რომელიც დურგლად მუშაობს, ხოლო დედას, რომელიც მედდაა, სახლი".

"ის არაკეთილსინდისიერია? ის პატიოსანი ბიჭია. თუ ტონალიმ ასეთი რამ გააკეთა, მაშინ არც კი მინდა ვიფიქრო, რამდენჯერ გააკეთეს ეს სხვებმა", - ციტირებს ჩელინოს სიტყვებს "La Gazzetta dello Sport".

შეგახსენებთ, ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტონალი "მილანში" თამაშის დროს ნამდვილად დებდა ფსონს გუნდის მატჩების შედეგებზე.


Facebook კომენტარები