2 თვის და 1 კვირის წინ

"ასტონ ვილას" "მილანისთვის" შეთავაზება აქვს

ავტორი
Aa
მალდინი "ემპოლიში" ტრანსფერზე და სამომავლო გეგმებზე
პიოლი და ფურლანი შეტევის გაძლიერებისთვის ორ კანდიდატს განიხილავენ
"მილანის" ნახევარმცველმა შარლ დე კეტელარემ შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს. "La Gazzetta dello Sport"-ის ცნობით, "ასტონ ვილა" მზადაა, ბელგიელისთვის 25 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთოს.
რამდენიმე კვირის წინ "Tottosport"-ი წერდა, რომ "როსონერი" მოთამაშეს 30 მილიონის სანაცვლოდ შეელევა.
იტალიურმა გრანდმა დე კეტელარე "ბრიუგედან" 2022 წლის აგვისტოში 35,5 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი არსებული კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულში იწურება.
ახალგაზრდა ბელგიელმა შემტევმა, "შავ-წითლების" რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა და მისი თამაშით იტალიაში კმაყოფილნი არ არიან. სერია ა-ში მან მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო. აქტივში კი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
"Transfermarkt"-ის შეფასებით, დღეისათვის ბელგიელის ფასი 22 მილიონია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
17 საათის წინ

ბუფონმა სერია A-ს სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა
19 საათის და 35 წუთის წინ

სარეკორდო თანხა! - რამდენს გამოიმუშავებს "მილანი" მაისურის სპონსორებისგან
1 დღის და 9 საათის წინ

"მილანის" ბოსებს მენიოსთან კითხვის ნიშნების გაქრობა სურთ
1 დღის და 12 საათის წინ

"ყველაფერი პიოლიზე იქნება დამოკიდებული", - არიგო საკი სერია A-ს ფავორიტებზე