რუსული "Sport Express"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მოსკოვის "ლოკომოტივის" 24 წლის ტყუპი ძმების ალექსეი და ანტონი მირანჩუკების გადაბირებით დაინტერესდა.
მათი გადაბირებით "როსონერის" გარდა "რომა" და "სევილიაც" ინტერესდება. რუსული წყაროს მტკიცებით, ძმებისათვის ესპანეთის ვარიანტი ყველაზე მეტად მომხიბვლელია, მაგრამ სხვა ევროპულ ვარიანტებსაც უყურადღებოდ არ დატოვებენ.
ალექსეიმ 24 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ანტონმა 12 შეხვედრაში 2 გოლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემაც გაახერხა. ლომბარდიული გრანდი მათ შეძენას იანვარშიც ცდილობდა, თუმცა "ლოკომოტივმა" შეთავაზება დაბლოკა.