logo

რაიოლა "მილანს" ჰოლანდიელ თავდამსხმელს სთავაზობს

რაიოლა "მილანს" ჰოლანდიელ თავდამსხმელს სთავაზობს

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინო რაიოლა "მილანს" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად 19 წლის ჰოლანდიელ თავდამსხმელს მირონ ბოადუს სთავაზობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ალკმაარის" მაისურით 39 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 20 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელებს 13-ჯერ გაატანინა. ბოადუს ბევრი მსურველი ჰყავს, მაგრამ რაიოლა მზადაა "მილანს" ჰოლანდიურ კლუბთან შუამავლობა გაუწიოს.

მირონის ფასი ამჟამად 20 მილიონი ევროა და "როსონერიც" იყო დაინტერესებული მისი გადაბირებით. ამჟამად კი რაიოლას მხრიდან ინიციატივის გამოჩენა "ელიოტისათვის" სასიამოვნო სიგნალია.

5 თვის წინ
1247 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ