იტალიური პრესის ინფორმაციით, ზამთარში "მილანს" "პარი სენ-ჟერმენიდან" "ინტერის" საკუთრებაში მყოფი მაურო იკარდის დამატება სურდა, თუმცა ტრანსფერი ჩავარდა.
არგენტინელი სუპერფორვარდის გადაბირების ოპერაციას უშუალოდ ზვონიმირ ბობანი აწარმოებდა.
"როსონერი" იკარდის წაყვანა იჯარის წესით სურდა, თუმცა როგორც "ინტერი", ასევე "პარი სენ-ჟერმენი" ფინანსური სარგებლის მოლოდინში იყვნენ და მოლაპარაკებაზე უარი თქვეს.
ასევე გასათვალისწინებელია ფეხბურთელის გარემოცვლის პოზიციაც. იკარდის მხარეს არ სურდა ფეხბურთელს ისეთ გუნდში ეთამაშა, რომელიც ევროტურნირებზე არ გამოდის.
ცნობილია, რომ "პარი სენ-ჟერმენი" იკარდის გამოსყიდვას "ინტერიდან" ზაფხულში აპირებს.