logo

ლი: "მინდოდა დიდი ხნის შემდეგ "მილანის" გულშემატკივრები გამებედნიერებინა"

ლი: "მინდოდა დიდი ხნის შემდეგ "მილანის" გულშემატკივრები გამებედნიერებინა"

"მილანის" ყოფილმა მფლობელმა იონგჰონგ ლიმ იტალიურ მედიასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"პირველი დერბი დღევანდელი დღესავით მახსოვს. ქორეოგრაფია, შეძახილები, ემოციები. გულშემატკივრები "მილანის" სულია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავია. მინდოდა დიდი ხნის შემდეგ ისინი გამებედნიერებინა."

"ძალიან ვწუხვარ. "როსონერი" ჩემთვის ინვესტიციაზე მეტი იყო, რადგან ეს კლუბი მიყვარს. "ელიოტი"? მათ იგივე მიზანი არ ამოძრავებთ, რაც მე მამოძრავებდა. მათ სხვა მოტივაცია აქვთ."

"გაზიდისს თავისი პროექტი აქვს, რომლის სარგებლიანობასაც დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა იბრაჰიმოვიჩის მსგავს ფეხბურთელს გუნდისათვის სარგებლის მოტანა შეუძლია."

"კომისოს შემოთავაზება სასაცილო იყო. არ ვიცი რა უთხრა მან გაზეთებს, მაგრამ ეს მიუღებელი იყო. შესაძლოა ის ცუდად იყო ინფორმირებული არაკომპეტენტური ხალხისგან" - განაცხადა ლიმ.

3 თვის წინ
732 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ