ჰალილოვიჩი: "ზაფხულში "მილანში" დავბრუნდები"

ჰალილოვიჩი: "ზაფხულში "მილანში" დავბრუნდები"

"მილანის" მფლობელობაში მყოფმა ხორვატმა ნახევარმცველმა ალენ ჰალილოვიჩმა, რომელიც ამჟამად ჰოლანდიურ "ჰერენვენშია" განათხოვრებული "Tportal.hr"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"არ ვიცი იქნება თუ არა ჰოლანდიაში ვარჯიშები, რადგან სეზონი უკვე დასრულდა. "მილანისგან" ზარს ველოდები, რადგან იტალიელებთან კონტრაქტი მაკავშირებს და ზაფხულში "სან სიროზე" დავბრუნდები."

"სამწუხაროდ ბობანმა გუნდი დატოვა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ბედი ვცადო. ვფიქრობ მეტი მოთმინება უნდა გამომევლინა და ჩემს შანსს დავლოდებოდი. შემდეგში გადაწყვეტილებას უფრო ფრთხილად მივიღებ." - განაცხადა ჰალილოვიჩმა.

1 წლის წინ
1341 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი