logo

რებიჩი: "განვითარება ჯერ კიდევ შემიძლია"

რებიჩი: "განვითარება ჯერ კიდევ შემიძლია"

"მილანის" თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა  "La Gazzetta dello Sport"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

"საბოლოოდ 2020 წელს მომეცა შანსი, რომ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში მეთამაშა, ამიტომ ჩემი შესაძლებლობები ნაწილობრივ გამოვაჩინე. ვცდილობდი მომენტები მაქსიმალურად გამომეყენებინა."

"კარგი თამაში არ მაკვირვებს, რადგან ბოლო სამი სეზონი "აინტრახტში" და ხორვატიის ნაკრებში სტაბილურად ვთამაშობდი. მხოლოდ "მილანისგან" ველოდი შანსს, რომ ჩემი შესაძლებლობა მათთვისაც მეჩვენებინა. დარწმუნებული ვარ განვითარება ჯერ კიდევ შემიძლია."

"უდინეზესთან" შეხვედრა გადამწყვეტი იყო, სადაც ორი გოლი გავიტანე. ამ თამაშმა მომცა შესაძლობლობა, რომ სამწვრთნელო შტაბის ნდობა მომეპოვებინა."

"მომავალზე საუბარი არ მიყვარს. სისულელეა იმის წინასწარმეტყველება, თუ რა იქნება მომავალ წელს. ჩემი სურვილი "სან სიროზე" დარჩენაა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება." - განაცხადა 26 წლის ფეხბურთელმა.

3 თვის წინ
702 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ