logo

აგენტის აღიარება: "კაკას ტრანსფერი არ უნდოდა"

აგენტის აღიარება: "კაკას ტრანსფერი არ უნდოდა"

გაეტანო პაოლილომ, "მილანის" ექს-ნახევარმცველ კაკას აგენტმა, თქვა, რომ ბრაზილიელს 2009 წელს "რეალში" გადასვლა არ უნდოდა.

"მანჩესტერ სიტი" კაკას სანაცვლოდ "მილანს" 100 მილიონ ევროს სთავაზობდა და გადაწყვეტილება კლუბზე იყო, მაგრამ ფეხბურთელმა ეს ტრანსფერი სრულად გამორიცხა".

"რეალი" ყოველ წელს ინტერესდებოდა, იყო თუ არა შესაძლებელი კაკას ტრანსფერი, მაგრამ "მილანი" მისი გაყიდვის ვარიანტს არასოდეს განიხილავდა და თავად ფეხბურთელსაც დარჩენა სურდა".

"2009 წელს, ფლორენციაში "მილანის" მაისურით ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ, იგი ნაკრებში გაემგზავრა და თან ერთი ზურგჩანთა წაიღო. თქვა, რომ ერთ თვეში მილანის აეროპორტში შევხვდებოდით, მაგრამ კლუბმა საბოლოო ჯამში იგი "რეალში" გაყიდა, როცა ბრაზილიაში იყო".

"კაკას წასვლა არ უნდოდა და საქმე ფულს არ ეხებოდა, რომელიც მან "რეალში" გამოიმუშავა. ფანებს იგი უყვარდათ, მაგრამ "მილანმა" ტრანსფერზე დააყენა და "რეალი" მაშინ კარგი ვარიანტი გახლდათ".

"გეტყვით, ეს ადრიანო გალიანის გადაწყვეტილება არ გახლდათ, მას რიკი უყვარდა"
- ციტირებს პაოლილიოს სიტყვებს "Football Italia".

3 თვის წინ
881 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ