logo

ხელმძღვანელობაში რომანიოლის მეწყვილედ იტალიელი მცველის მოყვანა უნდათ

ხელმძღვანელობაში რომანიოლის მეწყვილედ იტალიელი მცველის მოყვანა უნდათ

"მილანი" დანიელე რუგანის ვარიანტს მიუბრუნდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. "იუვენტუსი" მზადაა იტალიელ მცველს მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე შეელიოს.

"ბიანკონერის" ცენტრალური დაცვის პოზიციაზე ბონუჩი, კიელინი, დე ლიხტი და დემირელი ჰყავს, ამიტომ შემადგენლობაში რუგანის ადგილი ვერ მოიძებნება. თავის მხრივ "როსონერი" დანიელისათვის იდეალური ადგილსამყოფელია.

რუგანი ჯერ კიდევ 26 წლისაა და განვითარების პერსპექტივა აშკარად აქვს. "ემპოლის" ყოფილი მცველის დამატების სურვილს ლომბარდიული გრანდის გარდა "ნაპოლი" და "რომა" გამოთქვამენ.

6 თვის წინ
1278 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 131
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ