11 თვის და 4 კვირის წინ
"ვარსკვლავბიჭუნა" გრანდების ინტერესთა სფეროშია! რას აპირებს "მილანი"
"ვარსკვლავბიჭუნა" გრანდების ინტერესთა სფეროშია! რას აპირებს "მილანი"
ავტორი
Aa

გასულ კვირას "მილანმა" სერია ა-ს მორიგ ტურში "ფიორენტინას" წინააღმდეგ იასპარეზა და 1:0 იმარჯვა.  ამ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა 15 წლის თავდამსხმელ ფრანჩესკო კამარდას, რომელიც სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.

ამ მატჩიდან მეორე დღესვე, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდა ტალანტის მიმართ ინტერესს ტოპ კლუბები იჩენენ და მათი რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, 15 წლის შემტევის დამატება "მანჩესტერ სიტის", "არსენალს", "ნიუკასლსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" სურთ.  თავად ფეხბურთელს კი "მილანში" დარჩენის სურვილი აქვს.

იმის გამო, რომ ფეხბურთელი ჯერ 16 წლის არ არის, იტალიურ გრანდს მისთვის პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება არ შეუძლია - ამას მხოლოდ მარტში მოახერხებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ "მილანი" კამარდას ხელშეკრულებას მოუმზადებს.

აქვე მოგახსენებთ, რომ "მილანს" 13 ტურის შემდეგ, 26 ქულა დაუგროვდა და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. "როსონერის" მომდევნო მეტოქე 28 ნოემბერს "დორტმუნდი" იქნება, რომელსაც უკვე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დაუპირისპირდება. ამის შემდეგ კი კვლავ სერია ა-ში "ფროსინონეს", შემდგომში კი "ატალანტას" შეხვდება.


Facebook კომენტარები