logo

ყველა მატჩი რომში - გეგმა სერია ა-ს სეზონის დასასრულებლად

ყველა მატჩი რომში - გეგმა სერია ა-ს სეზონის დასასრულებლად

ბრიტანული გამოცემა Daily Mail გამოცემა La Repubblica - ზე დაყრდნობით, გვამცნობს, რომ იტალიის საფეხბურთო ლიგის მესვეურები სერია ა - ს სეზონის დასრულების რადიკალურ გეგმაზე მუშაობენ.

წყაროს ინფორმაციით, რადიკალური გეგმის არსი შემდეგში მდგომარეობს:

იტალიის უმაღლესი ლიგის დარჩენილი 12 ტურის ყველა შეხვედრა რომში გაიმართება. გუნდები იტალიის დედაქალაქში განუწყვეტლივ, 45 დღის განმავლობაში ითამაშებენ.

ასევე ფეხბურთელებსა და გუნდების სტაფის წევრებს პერმანენტულად ჩაუტარებენ ტესტს კორონავირუსზე.

აღნიშნული იდეის სისწორეს იმით ხსნიან, რომ ყველა გუნდის ერთ ადგილზე თავმოყრა და მატჩების უმაყურებლოდ ჩატარება ვირუსის ლოკალიზებას მოახდენს დე ხელს არ შეუწყობს მის გავრცელებას.

სამხრეთ იტალია და კონკრეტულად რომი ამჟამად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი.

ასევე განიხილავენ მატჩების ვიდეო რეფერის გარეშე ჩატარებასაც, რადგან სტადიონზე რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს მოუხდეს მუშაობა.

6 თვის წინ
1238 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ