რალფ რანგნიკი "მილანში" რევოლუციის დაწყებას აპირებს. გერმანელი სპეციალისტის გეგმებში მსოფლიო დონის თავდამსხმელის დამატებაა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად რანგნიკს ტიმო ვერნერი ესახება. რანგნიკი "ლაიფციგის" ფორვარდთან პირადი კავშირების გამოყენებას აპირებს.
ვერნერის შეძენა მსოფლიო ფეხბურთის არაერთ გრანდს სურს, მათ შორის: "მანჩესტერ იუნაიტედს", "ბაიერნსა" და "ლივერპულს".
აღმოსავლეთ გერმანული გუნდი თავისი ლიდერის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო თუ "მილანი" ამ თანხას გადაიხდის, ეს კლუბისთვის სარეკორდო იქნება.
თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, რანგნიკის თაოსნობით "როსონერიმ" შესაძლოა ეს თანხა გადაიხადოს.
ვერნერმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში 21 გოლი გაიტანა.