"მილანი" ახალგაზრდა სტრაიკერის ტრანსფერს ჩარხავს

"მილანი" ახალგაზრდა სტრაიკერის ტრანსფერს ჩარხავს

სანდო და გავლენიანი წყაროს, "Sky-ს", ინფორმაციით, "მილანი" ახალგაზრდა სტრაიკერის, ტომასო მანჩინის, ტრანსფერს უახლოვდება.

ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, "როსონერისა" და "ვიჩენსას" მცირე დეტალები კვლავ დარჩათ გასავლელი, მაგრამ მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.

მოგეხსენებათ, ტომასოთი "იუვენტუსი", "სევილია", "ბენფიკა" და "ლივერპული" ინტერესდებოდნენ, თუმცაღა ოჯახმა იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის ასაკში მას უკვე რობერტო ბაჯოს ადარებდნენ. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მანჩინის ლომბარდიულ გრანდში ტრანსფერი.

 

 

1 თვის წინ
1070 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო