"მილანს" "ლაციოს" ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს

"მილანს" "ლაციოს" ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato-ს იტყობინება, "მილანი" იტალიელი ცენტრალური მცველით, ფრანჩესკო აჩერბით ინტერესდება.

"მილანს" იმედი ჰქონდა, რომ "ლაციო" მას უფასოდ გაუშვებდა, რაზეც "ბიანკოჩელესტიმ" უარი განაცხადა, ამიტომ მხარეებს ისეთი ფორმულის პოვნა მოუწევთ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

წყაროს ცნობით, "მილანს" 34 წლის ფეხბურთელის არენდით დამატება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რომელიც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

როგორც იტყობინებიან, თავად ფეხბურთელმა ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა.

1 თვის წინ
929 / 1
Ibra
user
A.C.Milan13 კონსტანტი ყოფილა თავისუფალი აგენტი თურმე და პალეტას კონტრაქტი დაუმთავრდა მონცაში. აბა თქვენ იცით smile
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები