გასული დღეების განმავლობაში იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ მასარა-მალდინისა და "მილანის" ახალ მფლობელებს შორის გარკვეული უთანხმოება იყო.
SportMediaset-ის ინფორმაციით, "როსონერის" რიგებში არანაირი დაძაბულობა არ არსებობს., მეტიც, მალდინი და მასარა კონტრაქტებს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ, რის შემდეგაც "მილანი" სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად მოქმედებას დაიწყებს,
წყაროს ცნობით, სანჩესი-ბოტმანის ტრანსფერის შეფერხების მიზეზი არა გუნდის შიგნით არსებული სიტუაცია, არამედ გაზრდილი კონკურენცია და "ლილის" ისეთი ფინანსური მოთხოვნებია, რომლის დაკმაყოფილებასაც "მილანი" არ აპირებს.