logo

კარლო ანჩელოტიმ ოცნების გუნდი დაასახელა

კარლო ანჩელოტიმ ოცნების გუნდი დაასახელა

საყოველთაო კარანტინის ჟამს სპორტული ჟურნალისტები ახალი საქმით დაკავდნენ. 

საფეხბურთო მიმომხილველები ევროპის ყველაზე ძლიერ მწვრთნელებს იმ მოთამაშეებისგან, რომელთან ერთადაც უმუშავიათ, ოცნების გუნდის დასახელებას თხოვენ.

თავისი საოცნებო თერთმეტეულის ჩამოთვლა "მილანის" ყოფილ მთავარ მწვრთნელსაც კარლო ანჩელოტისაც მოუხდა.

კარლომ ფეხბურთელები "პარმადან", "იუვენტუსიდან", "მილანიდან", "ჩელსიდან" და "პარი სენ-ჟერმენიდან" აირჩია.

მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტის დიდი წარმატებები ჰქონდა "რეალთან" და "ბაიერნთან" ერთად, მან ამ გუნდებიდან მოთამაშეები ოცნების გუნდისთვის არ დაასახელა.

კარლო ანჩელოტის თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი ("პარმა")

მცველები: კაფუ, პაოლო მალდინი ("მილანი"), ტიაგო სილვა ("პსჟ"), ჯონ ტერი ("ჩელსი")

ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი ("იუვენტუსი"), ანდრეა პირლო, კაკა ("მილანი"), ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი")

ფორვარდები: ანდრეი შევჩენკო ("მილანი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("პსჟ")

8 თვის წინ
1474 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ