logo

ამელია: "ვარჯიშზე იბრაჰიმოვიჩისა და ონიევუს ჩხუბი ნეკნის დამტვრევით დასრულდა"

ამელია: "ვარჯიშზე იბრაჰიმოვიჩისა და ონიევუს ჩხუბი ნეკნის დამტვრევით დასრულდა"

მარკო ამელიამ "calciomercato.com"-თან ინტერვიუში 2010 წელი გაიხსენა, როდესაც ვარჯიშზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ამერიკელი ცენტრალური მცელი ოგუჩი ონიევუ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"ძალიან სასაცილო იყო, როცა იბრაჰიმოვიჩი და ონიევუ ვარჯიშზე ბურთისთვის ხისტად იბრძოდნენ, რის შემდეგაც ინგლისურად საუბარი დაიწყეს. ამის შემდეგ ერთმანეთს შეებნენ და არც ერთი ნებდებოდა. ეს პროცესი დაახლოებით 4 წუთი გრძელდებოდა, ყველანი ვცდილობდით გაშველებას, მაგრამ ახლოსაც ვერ ვეკარებოდით."

"ჩხუბი იბრასათვის ნეკნის დამტვრევით დასრულდა, მაგრამ არც ოგუჩი გამოვიდა უვნებლად. ზლატანს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და მარცხს ვერ იტანს. ის ვარჯიშსაც ისე უყურებს თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე თამაშობდეს." - განაცხადა ამელიამ.

2 თვის წინ
4942 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 326
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ