"მილანის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად "ბენევენტოს" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ "Sky Sport"-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"არასდროს დამავიწყდება ის კლუბები სადაც ვითამაშე, მაგრამ "მილანთან" განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ემოციები ყველაზე დიდია მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე ბევრი არ მითამაშია. ჩემი ცხოვრების საუკეთესო შეხვედრა კი ათენის ფინალი იყო."
"9 ნომრის წყევლა? ჩააცვით იბრას და ყველაფერი კარგად იქნება. ცრუმორწმუნე არ ვარ და არც წყევლების მჯერა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ვინ ჩაიცვამს ამ მაისურს", - განაცხადა ინძაგიმ.