რაფაელ ლეაოსა და "მილანი" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა ჯერჯერობით მხარეებს შორის ფინანსური ასპექტების გამო შეთანხმება ვერ ხერხდება.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, პორტუგალიელს "როსონერის" რიგებში დარჩენა სურს, მაგრამ მას წლიურად ხელფასის სახით 6 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც ფეხბურთელის მიმართ გამოთქმული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უსაფოძვლო სულაც არ არის.
ლომბარდიული გრანდი რაფას წლიურად 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს არ აკმაყოფილებს.