სერია ა-ს დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩებილი და სკუდეტოს მოსაპოვებლად "მილანი" და "ინტერი" თავდაუზოგავად იბრძვიან.
მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონები სპორტულ პატივთან ერთად, საკმაოდ მსუყე ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს.
La Repubblica-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ჩემპიონი 25.6 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მეორე ადგილოსანთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონი ევროთი მეტია.
გარდა ამისა, გამარჯვებული გუნდი მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პირველ კალათაში მოხვდება, რაც პოტენციურად უფრო მარტივ მეტოქეებს ნიშნავს.