მოგეხსენებათ, "მილანის" შემტევ ნახევარმცველს, ბრაჰიმ დიასს, "ვერონასა" და "ატალანტას" წინააღმდეგ 1 წუთიც კი არ უთამაშია.
თუ არ ჩავთვლით მისი კორონავირუსით ინფიცირების პერიოდს, ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც მიყოლებით ორ თამაშში საერთოდ არ მიიღო მან მონაწილეობა.
ბრაჰიმი "როსონერის" ღირსებას "რეალიდან" 2-წლიანი იჯარით იცავს, თუმცაღა მისმა ბოლოდროინდელმა მდგომარეობამ ესპანელის მილანურ მომავალს ბუნდოვანება მოჰფინა.
"MilanNews-ზე" დაყრდნობით, არსებობს შანსი, რომ ლომბარდიულმა გრანდმა 22 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტოს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში დიასის მონაგარი შავ-წითელი მაისურით 39 დაპირისპირებაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.