logo

ემერიმ იტალიურ კლუბებთან მოლაპარაკებები დაადასტურა

ემერიმ იტალიურ კლუბებთან მოლაპარაკებები დაადასტურა

ამჟამად უმუშევარმა ესპანელმა სპეციალისტმა უნაი ემერიმ "tuttojuve.com"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარსულში იტალიურ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

"იტალიის ჩემპიონატს ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. რამდენიმე აპენინურ კლუბთან მოლაპარაკებებსაც კი ვაწარმოებდი, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერცერთთან ვერ მოხერხდა."

"კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ის კლუბები იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამჟამად თავისუფალი ვარ და არაა გამორიცხული სერია ა-ში აღმოვჩნდე." - განაცხადა ემერიმ.

2016 წელს ემერი ძალიან ახლოს იყო "მილანის" ჩაბარებასთან, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა და უნაიც "სევილიადან" "პსჟ"-ში გადაბარგდა.

6 დღის წინ
459 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 280
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ