იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა აცხადებს, რომ მთავრობამ იტალიურ კლუბებს საგადასახადო ვალდებულება მაისის ბოლომდე მოუხსნა. ბატონი ვინჩენცოს ვარაუდით, სერია ა შესაძლოა 3 მაისს დაგვიბრუნდეს.
"30 მაისამდე გადასახადები ყველა სპორტულ ფედერაციას შევუჩერეთ. აგრეთვე შევაჩერეთ ქირის გადასახადი სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ყველა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე. მჯერა, სერია ა-ს განახლება 3 მაისს არის შესაძლებელი, ამის შემდეგ კი ვიმსჯელოთ, ეს დახურულ კარს მიღმა უნდა მოხდეს თუ მაყურებელთა თანხლებით".
შეგახსენებთ, რომ იტალია ევროპულ ქვეყანათაგან კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 2 500-ს აჭარბებს. სერია ა განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.