ტურინის "იუვენტუსმა", სტეფანო პიოლის "მილანს" თავდამსხმელი დეიან კულუშევსკის შეძენა შესთავაზა. აღნიშნულ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
შვედი მოთამაშე "ბებერი სინიორას" სამწვრთნელო შტაბის გეგმებში აღარ შედის და კლუბს მისი იჯარით გაშვება სურს.
გუნდის ხელმძღვანელობამ გარემარბის მომსახურება "მილანს" შესთავაზა და მზადაა გარიგებაში შესყიდვის ვარიანტიც შეიტანოს.
ფეხბურთელს აქამდე ინგლისური პრემიერ ლიგიდანაც ჰქონდა შეთავაზება, კერძოდ მისი შეძენა "ევერტონს" სურდა თუმცა დეიანმა უარი განაცხადა რადგან მისი პრიორიტეტი იტალიის ჩემპიონატში დარჩენაა.