"მილანი" ორ კონტრაქტზე მუშაობს

"მილანი" ორ კონტრაქტზე მუშაობს

"მილანის" ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მუშაობა ფეხბურთელების შესანარჩუნებლად და ალექსის სალემაკერსის შემდეგ, "როსონერი" გუნდში ტეო ერნანდესისა და რაფაელ ლეაოს დიდი ხნით დატოვებას ეცდება.

MilanNews-ის ინფორმაციით, ლომბარდიელები უკვე მუშაობენ ტეოს და რაფაელის კონტრაქტების გახანგრძლივებაზე, რადგან ისინი მიმდინარე სეზონში გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან და მზად არის მათ გასამრჯელოები საგრძნობლად გაუზარდოს.

ორივე ფეხბურთელს მილანთან მიმდინარე კონტრაქტები 2024 წლის ზაფხულშამდეა ძალაში.

წყაროს ინფორამაციით, "როსონერი" მზად არის სალემაკერსის მსგავსად მათ კონტრაქტები 2026 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.

 

1 თვის წინ
577 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო