logo

სერია ა საფეხბურთო წესებში რევოლუციურ ცვლილებას გეგმავს

სერია ა საფეხბურთო წესებში რევოლუციურ ცვლილებას გეგმავს

ტალიის ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ სერია ა-ს კლუბებს მატჩში 5 ცვლილების უფლება მიეცეთ. ეს წესი უკვე მოქმედებს რანგით მესამე სერია ც-ში და ქვედა ლიგებში.

საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭო (IFAB) საფეხბურთო წესებზეა პასუხისმგებელი. ფიფა, ისევე როგორც კონტინენტური თუ ეროვნული ფედერაციები, სწორედ IFAB-ის მიერ დადგენილი საფეხბურთო წესებით ხელმძღვანელობენ.

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნა დააკმაყოფილა, სერია ა პირველი ჩემპიონატი გახდება, სადაც გუნდები 5 ცვლილების უფლებას მიიღებენ.

იტალიელი ჟურნალისტების აზრით, 5 ცვლილება თამაშის ხარისხზე დადებითად იმოქმედებს.

11 თვის წინ
1157 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ