ახალი ინფორმაცია რებიჩის ტრავმასთან დაკავშირებით

ახალი ინფორმაცია რებიჩის ტრავმასთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, "ვერონასთან" მატჩის პირველ ტაიმში ანტე რებიჩს მოედნის დატოვება მოუწია, რადგან ხორვატმა ფეხბურთელმა მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო.

დღეს კი "მილანის" ლაზარეთიდან სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა: გამოკვლევემა აჩვენეს, რომ ანტეს არანაირი დაზიანება არ უფიქსირდება და არ არის გამორიცხული, რომ მან ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩში"პორტუსთან" გუნდის დახმარება შეძლოს.

შეგახსენებთ, "პორტუსთან" შეხვედრა სამშაბათს, 19 ოქტომბერს 23:00 საათზე დაიწყება.

1 თვის წინ
543 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო