„მილანის" ლაზარეთი – ვის რამდენი უცდება

„მილანის" ლაზარეთი – ვის რამდენი უცდება

როგორც "MilanNews-ი" იტყობინება, ანტე რებიჩი კოჭის დაზიანების გამო ჩემპიონთა ლიგაზე „პორტოს" წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

ტიემუ ბაკაიოკო სრულად გამოჯანმრთელდა და მას მოედანზე მალე ვიხილავთ. მაიკ მენიომ მარცხენა მაჯაზე ოპერაცია ჩაიტარა და გუნდს 10 კვირა ვერ დაეხმარება, ალესანდრო პლიცარიც რამდენიმე თვე.

ალესანდრო ფლორენცისა და ჟუნიორ მესიასს მოედანზე კუნთის პრობლემების გამო კიდევ, სავარაუდოდ, 1 თვე ვერ ვიხილავთ, ხოლო ტეო ერნანდესი და ბრაჰიმ დიასი კორონავირუსის გამო მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 მატჩს იუქმებენ.

გეტყვით, რომ „პორტოსა" და „მილანის" ჯახი „ესტადიო დუ დრაგაუზე" 19 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

 

1 თვის წინ
668 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო