"Transfermarkt-მა" იმ გუნდების ათეული გამოაქვეყნა, რომელთა სატრანსფერო ბალანსი, გასული სატრანსფერო ფანჯრის მიხედვით, ცუდად გამოიყურება.
სიაში პირველ პოზიციას „არსენალი" იკავებს, რომლის გასავალმა ტრანსფერებში 134.7 მილიონი ევრო შეადგინა.
ახლა რაც შეეხება „მილანს", „როსონერის" ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 69.2 მილიონი ევრო დახარჯა და კლუბი მერვე ადგილზეა ამ კომპონენტში.
ცნობისთვის, ლომბარდიულმა გრანდმა შემდეგი მოთამაშეები გაიფორმა: მაიკ მაინანი; ოლივიე ჟირუ; ფიკაიო ტომორი; სანდრო ტონალი; ფოდე ბალო-ტურე; ბრაჰიმ დიასი; ალესანდრო ფლორენცი; პიეტრო პელეგრი; ტიემუ ბაკაიოკო; ჟუნიორ მესიასი; იაკინ ადლი; ჩაკა ტრაორე.
იხილეთ სრული ჩამონათვალი ფოტოს სახით.