"მილანმა" ჟუნიორ მესიასის თაობაზე "კროტონესთან" შეთანხმებას მიაღწია და ეს ინფორმაცია თავად კლუბის პრეზიდენტმაც დაადასტურა.
ბრაზილიელი სტრაიკერი უკვე ჩამოვიდა მილანში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ტრანსფერი საბოლოოდ დახუროს.
პირობები შემდეგნაირია: 2.6 მილიონი ევრო იჯარისთვის, ხოლო გამოსყიდვის შემთხვევაში 5.4 მილიონი ევრო (+1 მილიონი ევრო ბონუსის სახით).
ახლა კი იხილეთ ვიდეო, რომელშიც ჩანს 30 წლის ფეხბურთელის ჩამოსვლის კადრები.
- დიდ გუნდში თამაშის გამოცდილება არააქვს, ასაკი 30 წლისაა, დაცვით ფაზაში როგორია არ ვიცი.
იდეალურ ტრანსფერს ვერ დავარქმევდი, მაგრამ სატრანსფერო დღის ბოლოსთვის ცუდი არაა. ვნახოთ...